1) პროექტის სახელწოდება: „სამარშრუტო გზები შიდა კახეთში“
2) პროექტის მთავარი იდეა (თემა): კახეთის მხარის უძველესი არქიტექტურულ- ხუროთმოძღვრული შენობა ნაგებობები, დღემდე იპყრობს ტურისტთა და ექსკურსანტთა ყურადღებას. პროექტზე მუშაობისას გუნდის მთავარი იდეაა ტურისტთა მოზიდვის საკითხი ამ კონკრეტულ რეგიონში.
3) პროექტის აქტუალობა: პროექტში წამოჭრილი პრობლემატური საკითხი და მისი მიზნობრივი განვითარება, უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენებისათვის. მისი მიზნობრივი და შედეგობრივი განხორციელება გახდება საფუძველი მოიზიდოს ტურისტთა დიდი ნაწილი კახეთის ამ რეგიონში, გააღრმავოს და გააფართოვოს ექსკურსიები და ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობასაც თავის მხრივ მსგავსი სიახლეები შესთავაზოს.
4) პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, ფართო სასწავლო- სამეცნიერო მუშაობა გასწიოს შიდა კახეთის ტერიტორიაზე. არსებული მდიდარი არქიტექტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ძეგლების შესწავლის მხრივ. შეადგინოს ტერიტორიულად ახლო მდებარე კომპლექსების სამარშუტო გზების რუკა და ტურისტებისათვის უფრო ხელმისაწვდომ გახადოს აღნიშნული ძეგლების მონახულება, დათვარიელება.
თანამედროვე ქვეყნის ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების წინსვლა-განვითარებისათვის სხვადასხვა სიახლეების დანერგვა, ერთ-ერთი საინტერესო სიახლე უდაოდ იქნება სხვადასხვა სტილისა და ურთიერთ განსხვავებული ბაზილიკური წყობის ძეგლების სამეცნიერო და შემოქმედებითი კუთხით შესწავლა და ამ მხრივ მიღებული გამოცდილების სხვათათვის გაზიარება.
ქართული განათლების საერთო ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციას, მოსწავლეთა მიერ მოძიებული სათანადო ლიტერატურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეიქმნება ახალი პროდუქტი რაც მოსწავლეთა სასწავლო უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით იქნება საინტერესო და მიზან მიმართულად განხორციელებადი.
5) მონაწილეთა ასაკი: მე-10; მე-11; მე- 12; კლასები ( 15 წლიდან ზემოთ)
6) ვადები/ ხანგრძლივობა: ოთხი კვირა
7) მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები; რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის მიზნის შედეგიანი განხორციელება ხელს შეუწობს საქართველოს ეკონომიკაში ტურისტული ბიზნესის განვითარებას. ჩვენ მიერ მოპოვებული პრაქტიკული და თეორიული მასალები უცილობლად გახდება ერთგვარი ქვაკუტხედი საქართველოს ტურისტული ბიზნესის წინავლისათვის. კვლევა-ძიებისა და სამეცნირტო შემოქმედებითი უნარი, თითოეულ მოსწავლეში იქნება გაუმჯობესებული და სხვათათვის მისაბაძი მაგალითი.
პროექტის კვლევის საგანი და ძირითადი პრობლემა გახდა ამ გზებისა და სატურიზმო მაშრუტების ზუსტი განსაზღვრა. ამასთან დაკავშირებით გუნდი შეადგენს რუკას და გამოსცემს შესაბამის ბუკლეტს, შექმნის ვიდეო რგოლს, პლაკატებს, სლაიდ შოუს, მოცემულ მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენს პრეზენტაციას.
გუნდმა დაგეგმილი პროექტის შედეგიანი განხორციელებისათვის შეიმუშავ ა სამუშაო გეგმა.
N
|
ღონისძიებები
|
პირველი კვირა
|
მეორე კვირა
|
მესამე კვირა
|
მეოთხე კვირა
|
პასუხის მგებელი
|
შენიშვნა
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
+
|
ნ.ბარბაქაძე
| ||||
2
|
ფუნქციების გადანაწილება და ჯგუფის შემადგენლობა
|
+
|
ნ.ბარბაქაძე
| ||||
3
|
ფოტო გადაღებები
|
+
|
+
|
გუნდი
| |||
4
|
ინტერვიუ კომპეტენტურ პირებთან
|
+
|
გუნდი
| ||||
5
|
მონიტორინგი
|
+
|
+
|
+
|
+
|
გუნდი
| |
6
|
შეხვედრა პარტნიორ სკოლასთან
|
+
|
გუნდი
| ||||
7
|
თემაზე მუშაობა
|
+
|
+
|
+
|
გუნდი
| ||
8
|
შეფასება
|
+
|
გუნდი
|
8) პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტზე მუშაობისას გამოყენებული იქნება ვიდეო, ფოტო და ციფრული აპარატები, ბიბლიო მასალა, ინტერვიუ და პირადი კონსულტაციები.
9) პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : საპროექტო სამუშაო დაიყოფა ოთხ ძირითად ნაწილად და თითოეულ მათგანზე პასუხისმგებლობა დაეკისრება გუნდის წევრებს.
აქტივობა 1. კახეთის რეგიონის ჩვენთვის საინტერესო საკვლევ ობიექტებზე პრაქტიკული სამუშაობები და ვიდეო ფოტო პროექტების შექმნა.
აქტივობა 2. საკვლევი მარშუტების შესახებ თეორიული მასალების მოძიება.
აქტივობა 3. მონიტორინგი პარტნიორ სკოლასთან ერთად.
აქტივობა 4. მოპოვებული მასალის დალაგება დახარისხება.
10) საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში გამოყენებულია :გეოგრაფიის, ხელოვნების ისტორიის, საქართვეოლოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. IX . 7; ისტ.X. 6; ისტ.X. 7; ისტ.X. 8; ისტ. X.I 7.
გეოგ. X .6
ქართ. X. 3; ქართ. X. 7; ქართ. X .11; ქართ. X.16; ქართ. XII.3; ქართ. XII. 4; ქართ. XII. 11; ქართ. XII.14.
ხელ. IX. 9 ; ხელ. IX.4
ხელ. X.3
ხ.პ. XI. 8 ; ხ.პ. XII. 8
11) პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნატალია ბარბაქაძე
12) ხელმძღვანელის ელფოსტა: natobarbaqaze@gmail.com
13) პროექტის ვებ - გვერდი/ ბლოგი: www.natobarbaqadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment