Wednesday, June 22, 2016

გაკვეთილის გეგმის შეფასება
კრიტერიუმები
ინდიკატორები




0
1
2
3
გაკვეთილის თემის აქტუალობა/ მნიშვნელობა
გაკვეთილის თემის აქტუალობა საერთოდ არაა ასახული გაკვეთილის გეგმაში
პუნქტი შევსებულია გაკვეთილის გეგმაში,  მაგრამ არ არის აღწერილი როგორ შეუწყობს ხელს მოცემული თემა  მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში
ბუნდოვანია,  წარმოდგენილი თემა როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში
გეგმაში მკაფიოდ არის ასახული მოცემული თემის საშუალებით რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას შეძლებენ მოსწავლეები, როგორ შეუწყობს ხელს მათი წინარე ცოდნის გამოყენებას, ცოდნის ინტეგრირებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გეგმაში მითითებული არაა გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის გეგმაში მითითებულია მხოლოდ კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან
გაკვეთილის გეგმაში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; სრულად არაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ
გაკვეთილის გეგმაში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; მკაფიოდაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ
შეფასება
გაკვეთილის გეგმას არ ახლავს შეფასების კრიტერიუმები
წარმოდგენილი კრიტერიუმებით დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება ვერ მოხერხდება
წარმოდგენილი კრიტერიუმები ნაწილობრივ მოახდენს დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასებას
წარმოდგენილი კრიტერიუმებით სრულად არის შესაძლებელი დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება
შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმას თან არ ერთვის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ არ არის ინდიკატორები
გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, თუმცა ინდიკატორები ბუნდოვანია
გაკვეთილის გეგმაზე თანდართულ შეფასების რუბრიკაში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, ინდიკატორები მკაფიოდაა გაწერილი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
გაკვეთილში წარმოდგენილი არ არის სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
წარმოდგენილი სასწავლო მასალა მწირია და არ შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს
წარმოდგენილი სასწავლო მასალა მეტ-ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. გეგმა  მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მაგრამ არ ჩანს როგორ
წარმოდგენილი სასწავლო მასალა  შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. ჩანს ისტ-ის ინტეგრირება როგორ მოხდება
ციფრული  თვალსაჩინო მასალა (სურათი, პრეზენტაცია, ტექსტი, აუდიო ან ვიდეო მასალა)
გაკვეთილის გეგმას თან არ ერთვის თვალსაჩინო მასალა
გაკვეთილის გეგმას თან ერთვის თვალსაჩინო მასალა, რომელიც ინტერნეტიდანაა გადმოწერილი  და მასწავლებელს მის რედაქტირებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
გაკვეთილის გეგმას თან ერთვის მასწავლებლის მიერ მომზადებული თვალსაჩინო მასალა, მაგრამ ის არ შეესაბამება გაკვეთილის მიზნებს
გაკვეთილის გეგმას თან ერთვის მასწავლებლის მიერ მომზადებული თვალსაჩინო მასალა, ის შეესაბამება გაკვეთილის მიზნებს, და უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას
გამოყენებული ტექნოლოგიების მიზნობრიობა
ტექნოლოგბის გამოყენება საერთოდ არ ჩანს
ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მწირი და ერთფეროვანია, მისი მიზნობრიობა ბუნდოვანია
გაკვეთილის გეგმაში ტექნოლოგიების გამოყენების მრავალფეროვნება ჩანს, მაგრამ მისი მიზნობრიობა მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს
ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არ ემსახურება მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების მიზანს;
დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა და სტრატეგია
გეგმაში არ არის აქტივობები გაწერილი
გეგმაში ასახული აქტივობების კავშირი არ ჩანს გაკვეთილის მიზანთან
აქტივოებების კავშირი მიზანთან ჩანს, მაგრამ არადამაჯერებლადაა აღწერილი როგორ აპირებს მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, ცოდნის კონსტრუირებას, ნასწავლის გაერთიანებას და განმტკიცებას
გეგმაში გაწერილი აქტივობების კავშირი მიზანთან ჩანს, ნათლადაა აღწერილი პროცესის მიმდინარეობა,  როგორ აპირებს მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, ცოდნის კონსტრუირებას, ნასწავლის გაერთიანებას და განმტკიცებას
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალურია
მეტ-ნაკლებად ორიგინალურია
ორიგინალურია
პირადი ელექტორნული საცავი
მასწავლებელს ტრენინგის შემდეგ არ უმუშავია პირადი ელექტრონული საცავის განახლება/გამდიდრებაზე
მასწავლებელმა განაახლა უკვე არსებული გეგმა და სასწავლო რესურსი
მასწავლებელმა ახალი გეგმა ატვირთა, მაგრამ თან არ ახლავს ციფრული რესურსი
მასწავლებელმა ახალი გეგმა ატვირთა, რომელსაც თან ახლავს ციფრული რესურსი
სასწავლო პროქტის შეფასება
კრიტერიუმები
ინდიკატორები




0
1
2
3
სასწავლო პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა
სასწავლო პროქტის თემის აქტუალობა საერთოდ არაა ასახული გეგმაში
არ არის აღწერილი როგორ შეუწყობს ხელს მოცემული თემა  მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში
ბუნდოვანია,  წარმოდგენილი თემა როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, წინარე ცოდნის გამოყენებაში, ცოდნის ინტეგრირებაში
გეგმაში მკაფიოდ არის ასახული მოცემული თემის საშუალებით რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას შეძლებენ მოსწავლეები, როგორ შეუწყობს ხელს მათი წინარე ცოდნის გამოყენებას, ცოდნის ინტეგრირებას
სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები
გეგმაში მითითებული არაა პროექტის მიზნები და შედეგები
სასწავლო პროექტის გეგმაში მითითებულია მხოლოდ კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან
სასწავლო პროექტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; სრულად არაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ
სასწავლო პროექტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან; მკაფიოდაა აღწერილი რა ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ, რა დამოკიდებულებები განუვითარდებათ
შეფასება
სასწავლო პროექტს არ ახლავს შეფასების კრიტერიუმები
წარმოდგენილი კრიტერიუმებით დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება ვერ მოხერხდება
წარმოდგენილი კრიტერიუმები ნაწილობრივ მოახდენს დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასებას
წარმოდგენილი კრიტერიუმებით სრულად არის შესაძლებელი დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტის შეფასება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
პროექტში წარმოდგენილი არ არის რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო პროექტის განსახორციელებლად
სასწავლო მასალა და ტექნიკური უნარები არ შეესაბამება მოსწავლეთა უნარებს
წარმოდგენილი სასწავლო მასალა მეტ-ნაკლებად შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. გეგმა  მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მაგრამ არ ჩანს როგორ
წარმოდგენილი სასწავლო მასალა  შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს. ჩანს ისტ-ის ინტეგრირება როგორ მოხდება
გამოყენებული ტექნოლოგიების მიზნობრიობა
ტექნოლოგბის გამოყენება საერთოდ არ ჩანს
ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მწირი და ერთფეროვანია, მისი მიზნობრიობა ბუნდოვანია
ტექნოლოგიების გამოყენების მრავალფეროვნება ჩანს, მაგრამ მისი მიზნობრიობა მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს
ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არ ემსახურება მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების მიზანს;
დაგეგმილი აქტივობების თანმიმდევრულობა და სტრატეგია
პროექტში არ არის აქტივობები გაწერილი
პროექტში ძალიან ზოგადად და ზედაპირულადაა ასახული ძირითადი საფეხურები და აქტივობები
პროექტში ასახული აქტივობები ბუნდოვანია, არ ჩამს აქტივობებს შორის კავშირი
პროექტში მკაფიოდაა გაწერილი აქტივობები და მათი თანმიდევრულობა
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
მინიმალურად ორიგინალურია
მეტ-ნაკლებად ორიგინალურია
ორიგინალურია
პირადი ელექტორნული საცავი
მასწავლებელს ტრენინგის შემდეგ არ უმუშავია პირადი ბლოგის განახლება/გამდიდრებაზე
მასწავლებელმა განაახლა ბლოგი, დაამატა რესურსები
მასწავლებელმა ახალი სასწვლო პროექტი ატვირთა, მაგრამ არ ჩანს მოსწავლეთა/კოლეგების ინტერაქცია
მასწავლებელმა ახალი პროექტი განათავსა, ბლოგზე ჩანს მოსწავლეების/კოლეეგების ინტერაქცია

No comments:

Post a Comment