Wednesday, June 22, 2016

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა
გიორგი  ლეონიძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური  მე-6კლასი
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
ქართული  ენა
მოსწავლეთა რაოდენობა
34
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების, შედარების, ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა, რაც შესაძლებელია ურთიერთ შეთანხმების და თანამშრომლობის საფუძველზე. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების და ღვაწლის აღწერა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები :
მოსწავლემ შეძლოს გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიის შესწავლა. ასაკის შესაფერისი ტექსტების მოსმენის,წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარის გამომუშავება. კითხვის სტრატეგიების გამომუშავება . კრიტიკული აზროვნების ,დამოუკიდებლად აზრის გამოხატვის ,მსჯელობის უნარის განვითარება.ილუსტრაციაზე დაკვირვების უნარ-ჩვევის გამომუშავება. 
შედეგი:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
·         განარჩევს სი­ტყვის ში­ნა­არ­სობ­რი­ვ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს;
·         მე­ტყვე­ლე­ბის პრო­ცეს­ში თავისუფლად გადმო­სცემს სხვი­ს ნა­თქვა­მს პა­რაფ­რა­ზის გამო­ყე­ნე­ბით.
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საკუთარ კომუნიკაციურ ქცევას უსადაგებს შესაბამის კონტექსტს;
 ·         თანატოლებთან ერთად მსჯელობს და კამათობს ნანახი ან მოსმენილი გადაცემის შესახებ.
 ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
·         ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
·         ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
 ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
·         ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·         ამოიცნობს მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს  შორის არსებულ ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
·         გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;

ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს,  კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს;  კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·         სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
·         ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს;
·         საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს წარმოდგენა აქვთ გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიაზე .იცნობენ მის ნაწარმოებებს.
შეფასების საგანი პროცედურები
ფასდება ჯგუფურად და ინდივიდუალურად ჩართულობის, ახალი და ძველი მასალის გააზრების, შემოქმედებით აზროვნების უნარჩვევებზე დაკვირვებით.  მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე; მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე. შეფასების ტიპები: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შეფასების რუბრიკა იხ.დანართი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო მე-6 კლასი ქართული ენა და ლიტერატურა,   ვიდეო  დოკუმენტური კადრები მწერლის ხმით ,სურათები, დაფა,ცარცი,პროექტორი,კომპიუტერი ,პროგრამები (wordi, powerpoint,google.youtube)
გაკვეთილის მსვლელობა
                  გამოწვევა-(საფეხური A)

აქტივობა 1 (7 წთ)

   საშინაო დავალების შემოწმების მიზნით.  რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ ნამუშევარს. კლასი უსმენს და ჩემთან ერთად  აძლევს რჩევებს, რათა ნაწერი უფრო დაიხვეწოს.
                     
                შინაარსის რეალიზება- (საფეხური B)


აქტივობა 2 (10 წთ)

კლასს დავყოფ 5 კაციან ჯგუფებად, ვსვამ მაპროვოცირებელ კითხვას, გაიხსენეთ რა იცით გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიიდან და რისიგაგება გსურთ? დაფაზე ვხაზავ ცხრილს.  

ვიცი  
   მინდა ვიცოდე      
გავიგე

















ჯგუფები ავსებენ პირველ ორ გრაფას

აქტივობა 3 (5 წთ)

ამის შემდეგ ვატარებ მინი ლექციას მწერლის ცხოვრებასა და ღვაწლის შესახებ.

აქტივობა 4: ( 6 წთ)

ლექციის შემდეგ მონიტორზე ვაჩვენებ პრეზენტაციას, პარალელურად მიმდინარეობს საუბარი. ვასმენინებ მწერლის ხმას და ვაჩვენებ დოკუმენტურ კადრებს

აქტივობა 5 ( 10 წთ)

ამის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად (მეტაკოგნიტური პაუზებით) კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ბიოგრაფიას. პასუხობენ დაფაზე ჩამოწერილ კითხვებს:
1) გაიხსენეთ სად და როდის დაიბადა გიორგი ლეონიძე?
2) ვინ იყვნენ გიორგი ლეონიძის მშობლები?
3) ვისთან ერთად სწავლობდა გიორგი ლეონიძის მამა გორის საოსტატო სემინარიაში?
4) გაიხსენეთ როგორ იგონებს პოეტი თავის დედას? 5)რომელ კრებულში ასახა მან ბავშვობის დროინდელი მოგონებები?
6) რა განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად გიორგი ლეონიძეს, როგორც მწერალს?
7) მწერ4ლობის გარდა, რა იყო მისი ინტერესის საგანი, რომელი გამოკვლევების ავტორია იგი?
8) კიდევ რა მნიშვნელოვანი ნაღვაწია მის სახელთან დაკავშირებული?
9) გიორგი ლეონიძისთვის რომელი სოფელი წარმოადგენს "ყრმობის ემბაზს", მოგონებების უშრეტ წაყაროს?
10) როდის გარდაიცვალა და სადაა დაკრძალული პოეტი?
კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ,  ავსებენ მოცემული ცხრილის მესამე სვეტს.

                          რეფლექსია- (საფეხური C)


აქტივობა 6 (4 წთ)
შესრულებული სამუშაოს შეჯამება, თვით შევფასება

აქტივობა 7 (3 წთ)
მოსწავლეთა თანამშრომლობით დავალების გამოკვეთა.

დიფერენცირებული სწავლება
არ მყავს სსსმ  მოსწავლე









No comments:

Post a Comment